სიცრუის გამოქვეყნებას ავტორიტეტული გამოცემებიც არ ერიდებიან, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
„ბევრი სიცრუეა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ყველაზე ავტორიტეტული გამოცემებიც არ ერიდებიან იმ ფაქტს, რომ ასეთი გამოგონილი ამბები გაავრცელონ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე, გამოცემა Financial Times-მა, აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინა და რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე არიან.