“ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე” – ანჯაფარიძე

“ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია – დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო უწყებამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“დიდი მხილების დრო მოდის და იმაზე უფრო ადრე დადგება მათი პოლიტიკური, მორალური და შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვიდრე მათ წარმოედგინათ”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები