არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული
პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
საგამოძიებო უწყებაში ზურაბიშვილის დაბარება დაკავშირებულია ცესკოს განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ უწყებას მიმართა, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკოსებისა და პირების განცხადებებთან დაკავშირებით.
“გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.