ვახტანგ ჩოჩია: ISFED-ის მიერ ანგარიშის არ გამოქვეყნება შესაძლოა ავხსნათ მხოლოდ ერთი მიზეზით – მათ აქვთ სურვილი, რომ ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ

„ISFED-ის მიერ ანგარიშის არ გამოქვეყნება შესაძლოა ავხსნათ მხოლოდ ერთი მიზეზით – მათ აქვთ სურვილი, რომ ქართველი ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.

,,თუ არაფერი აქვთ დასამალი და თუ არ ცდილობენ ქართველი ხალხის განწყობით მანიპულირებას, მაშინ გამოაქვეყნონ ანგარიში. უკვე 3 დღე გავიდა და სრულიად ადეკვატურია ეს პერიოდი, იმისთვის რომ წინასწარი არჩევნები გამოაქვეყნონ“, – მიიჩნევს ვახტანგ ჩოჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები