“ოპოზიცია არის მზად, მიაწოდოს პროკურატურას ის “ფაქტები”, რაც მას გააჩნია?” – ლევან ნიკოლეიშვილი

“ეს კი ნამდვილად კარგი და დროული საქმეა, ცესკო მიმართავს პროკურატურას გამოიძიოს ნებისმიერ საკითხი გაყალბებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი ცესკოს მიერ პროკურატურისადმი იმ მიმართვას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უწყებამ უნდა დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკოსებისა და პირების განცხადებებთან დაკავშირებით.

“ოპოზიცია არის მზად, მიაწოდოს პროკურატურას ის “ფაქტები”, რაც მას გააჩნია? აქედანვე გეტყვით, რომ არა! ერთი, რომ მათ ასეთი მტკიცებულებები არ გააჩნიათ, მეორე იტყვიან რომ არ ენდობიან პროკურატურას , ისინი უფრო თავიანთი ბატონ-პატრონების გამოძიებას ითხოვენ – ანუ მელას თავის კუდის დამოწმება ურჩევნია. არ ენდობიან პროკურატურას, არ ენდობიან ცესკოს, მთავრობას, მღვდელმსახურს… არავის და არაფერს აქაურს, მათი ღმერთები სხვაგან არიან! ამიტომაც დარბიან საჩივლელად უცხოეთში, სიმართლეს კი ვერ ამტკიცბენ, მაგრამ სხვადასხვა ფერის ხალათებს კი იღებენ საჩუქრად, ამიტომაც ჰქვიათ უსამშობლოები!”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები