არჩილ გორდულაძე: ფაქტია, რომ ISFED-ს ძალიან უჭირს იმ ბულინგის გაძლება, რომელიც მასზე ხორციელდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ISFED-ს ძალიან უჭირს იმ ბულინგის გაძლება, რომელიც მასზე ხორციელდება.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია 2 დღის წინაც გამოაქვეყნებდა თავის წინასწარ შედეგებს.

„მარტივია, თუ რატომ ხდება ეს ბულინგი. იმ შემთხვევაში, თუ ISFED-ი გამოაქვეყნებს თავისი პარალელური დათვლის შედეგებს, დადასტურდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ასახული ხმები, „ქართული ოცნების“ პროცენტები თუ ოპოზიციური პარტიების პროცენტები სრულად შეესაბამება ISFED-ის დათვლილს და ტყუილში იქნება მხილებული Edison Research-ი კიდევ ერთხელ. ეს ყველაფერი არ უნდათ. ჩამოეშლებათ მთელი ის ნარატივი და კამპანია, რომელიც ჩვენი დელეგიტიმაციის მცდელობისკენ აქვთ მიმართული“, – აცხადებს გორდულაძე.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები