ლევან მახაშვილი: სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საკუთარი ეგოების დაკმაყოფილების გამო გადაწყვიტა სახელმწიფო შეიყვანოს დესტაბილიზაციის პროცესში

“ქართული ოცნების” სიის წევრი ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ოპოზიციური ცენტრი ფაქტობრივად დემოკრატიის არამღიარებლებად ჩამოყალიბდა.

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა საკუთარი ეგოების დაკმაყოფილების გამო გადაწყვიტა სახელმწიფო შეიყვანოს დესტაბილიზაციის პროცესში, სიტყვასიტყვით გაჰყვეს მაკკეინის ინსტიტუტის რეკომენდაციებს და ფაქტობრივად, დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც წლიდან წლამდე, საქართველოს ოპოზიციური ცენტრი ჩამოყალიბდა ფაქტობრივად დემოკრატიის არამღიარებლებად და მზად არიან თავიანთი ინტერესებისთვის ქვეყანა გაწირონ დესტაბილიზაციისთვის“, – აღნიშნავს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები