ვიქტორ ორბანი: დატვირთული დღე საქართველოში, როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დატვირთული დღე საქართველოში. როგორც არჩევნების შემდეგ ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ზოგი ბედნიერი იყო, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ჩვენ მშვიდობის მხარეს დავდექით“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები