პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა აღარ მიიჩნევს პოლონეთს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად, რადგან ვარშავა ძველებურ სამხედრო დახმარებას ვეღარ უწევს

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინა აღარ მიიჩნევს პოლონეთს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად რუსეთთან ომის დროს, რადგან ვარშავა სამხედრო დახმარებას კიევს ვეღარ უწევს.

დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მისი მთავარი მოკავშირეების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ამიტომ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს მათი პოზიცია.

დუდას თქმით, უკრაინაში ახლა თავის გავლენას გერმანია ავრცელებს, რადგან ის პოლონეთზე ძლიერია, როგორც ეკონომიკურად, ასევე ფინანსურად.

„ისე ხდება, რომ რთულ დროს, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ასეთ ძლიერ პარტნიორთან მეგობრობა სჯობს, როგორიც გერმანიაა“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები