“ცესკო განსაზღვრავს ხმის უფლების მქონე მოქალაქეების, საქსტატი კი – მუდმივი მოსახლეობის რაოდენობას, ამომრჩეველთა რაოდენობაში იქ რეგისტრირებული მოსახლეობაც შედის” – გოგიტა თოდრაძე

“ცესკო განსაზღვრავს ხმის უფლების მქონე მოქალაქეების, საქსტატი კი – მუდმივი მოსახლეობის რაოდენობას, ამომრჩეველთა რაოდენობაში იქ რეგისტრირებული მოსახლეობაც შედის”, – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განმარტა.

მისი თქმით, მეთოდოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ქალაქში ან რომელიმე მუნიციპალიტეტში შესაძლოა, იყოს განსხვავება ამომრჩეველთა რაოდენობასა და მუდმივ მოსახლეს შორის.

“ეს გახლავთ ის მოსახლეობა, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე ცხოვრობს 12 თვის და მეტი ხნის პერიოდში. თან, აქ შედიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. შესაბამისად, მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობას არ მიეკუთვნებიან პირები, რომლებიც იმყოფებიან 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში მაგალითად, ემიგრაციაში და პირები, რომლებიც ცხოვრობენ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს განსხვავებაა ამ ორი უწყების მონაცემებს შორის. არ არის ხარვეზი. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ორივე უწყებას აქვს განსხვავებული მეთოდოლოგია და განსხვავებული მიზანი. ერთი მხრივ, ცესკო-ს მონაცემების მიზანი გახლავთ ქვეყანაში ხმის უფლების მქონე მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა, ხოლო საქსტატის მეთოდოლოგიის მიზანი გახლავთ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობის განსაზღვრა”, – განმარტა გოგიტა თოდრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები