“მოვუწოდებ თუნდაც ოდიოზურ დასავლელ პოლიტიკოსებს, გავლენიან ადამიანებს, ნუ გაბედავენ და ნუ დაიწყებენ თავიანთ გამოსვლებს ქართველი ხალხის სახელით საუბრით” – წილოსანი
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში არის ფაქტობრივად გაიდლაინი ოპოზიციისთვის, არის გაწერილი ყველა შესაძლო სცენარი, როგორ უნდა იმოქმედონ და ძალიან კარგი დირექტივაა მათთვის, როგორ უნდა განახორციელონ სახელმწიფო გადატრიალების სცენარები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი საკუთარი ქვეყნის საჭიროებებს ძალიან კარგად ათვითცნობიერებს.
„ქართველი ხალხი არის თვითკმარი და ძალიან კარგად ათვიცნობიერებს საკუთარი ქვეყნის საჭიროებებსაც და მიღწევებსაც. ამიტომ ნებისმიერი სხვა ადამიანს, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსს თუ გავლენიან პირს შეუძლია, ეს გავლენები საკუთარი ქვეყნის პოლიტიკისთვის შემოინახოს.
მოვუწოდებ თუნდაც ოდიოზურ დასავლელ პოლიტიკოსებს, გავლენიან ადამიანებს, რომ ნუ გაბედავენ და ნუ დაიწყებენ თავიანთ გამოსვლებს ქართველი ხალხის სახელით საუბრით. ქართველი ხალხის სახელით ვისაც შეუძლია საუბარი, ეს არის არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ქართველი ხალხის სახელით ვისაუბრებთ კიდეც და განვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც დავპირდით, ვიდგებით ამ ხალხის სამსახურში“, – აღნიშნა წილოსანმა.