გიორგი გამსახურდია: არჩევნებამდეც გითხარით და ახლაც გიმეორებთ, საქართველოში არ გათენდება არასდროს ის დღე, ნაცსექტა რაიმე სახით რომ მობრუნდეს

“არჩევნებამდეც გითხარით და ახლაც გიმეორებთ, საქართველოში არ გათენდება არასდროს ის დღე, ნაცსექტა რაიმე სახით რომ მობრუნდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„არ მინდა არანორმირებული ლექსიკონი გამოვიყენო, მიმხვედრი ისედაც მიხვდება და ასევე ადრესატებიც მიხვდებიან რაც. ვინც საზღვარგარეთ ჩვენ მისიებში დასაქმებულებმა და ასევე ზოგიერთ სახ. უწყებაში მომუშავე პირებმა, აი ამ მანქურთებს ხმა მიეცით, ამით არეულობას, ომს და უბედურებას დაუჭირეთ მხარი, თქვენი ვითომ პროევროპელი, სინამდვილეში რუსეთუმე და კონფორმისტი ყველა მოვიკითხე მე. მგიმოს ბიჭები და გოგოები მოგენატრათ ალბათ და რუსულ პასპორტებიან დივიდენდებიანი. არჩევნებამდეც გითხარით და ახლაც გიმეორებთ ეგ გამორიცხულია და ეგ დღე, საქართველოში არ გათენდება არასდროს, ნაცსექტა რაიმე სახით რომ მობრუნდეს. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“, – წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები