“საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი აზრის არარსებობას და უცხო ძალის მსახურებას ნიშნავს” – დავით ჩიხელიძე
“საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა საკუთარი აზრის არარსებობას და უცხო ძალის მსახურებას ნიშნავს”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“იძულებული ხარ, პროტესტის გარეშე მიიღო ის, რასაც პატრონი გეტყვის, ზოგჯერ საკუთარი ძველი პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უნდა დააფიქსირო. მერე რა, რომ ამის გამო თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებ. შენ ხომ სხვისგან მართული თოჯინა ხარ.
აღნიშნულს ეუთო ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით არსებული ოპოზიციის პოზიცია ადასტურებს.
ყველას გვახსოვს რამდენიმე თვის და წლის უკან ოპოზიციის პოზიცია, მათთვის ეუთო ოდირის დასკვნები თუ რეკომენდაციები ერთადერთი ჭეშმარიტი მოცემულობა იყო, რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო, სწორედ ამით აგნებინებდნენ მთავრობას, რატომ არ ასრულებთ ეუთო ოდირის რეკომენდაციებს? ეს იყო ოპოზიციის ნარატივი. რა ხდება დღეს? ოპოზიცია ეუთო ოდირის დასკვნას გმობს და ამბობს რომ მათი დასკვნა არაფერს ნიშნავს.
ძვირფასო ოპოზიცია, ჩამოყალიბდით და გაგვაგებინეთ, როდის იტყუებით, მაშინ – როცა ეუთო ოდირს აქებთ თუ მაშინ, როცა მის დისკრედიტაციას ახდენთ?”, – წერს ჩიხელიძე.