ნინო ფოჩხუა: დესტრუქციული ოპოზიციის მხარდამჭერებო, ნუ მოატყუებინებთ თავს მავნებლებს, წაიკითხეთ კონსტიტუცია და ნახავთ, რომ გატყუებენ, ეს უღირსი ლიდერები პარლამენტშიც შევლენ და ხელფასსაც დასწრებაზე აიღებენ

„დესტრუქციული ოპოზიციის და იმ ეშმაკთან შეჯვარებული ქალის მხარდამჭერებო,
ნუ მოატყუებინებთ თავს ამ მავნებლებს, მოუსმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს თუ მისი არ გჯერათ, წაიკითხეთ კონსტიტუცია და ნახავთ, რომ გატყუებენ, კანონი სულ სხვას ამბობს და ამ ქვეყანაში არავინ აპირებს კანონის დარღვევას”,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
“ეს უღირსი ლიდერები პარლამენტშიც შევლენ და ხელფასსაც დასწრებაზე აიღებენ, თქვენ კი პირში ჩალაგამოვლებულებს დაგტოვებენ.
რაც არ უნდა რუსი და პუტინი იძახოთ, ამ ქვეყნის განვითარებას და მის ევროპულ გზას ხელი არ შეეშლება!”, – წერს ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები