ნიკოლეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე” – წამებში აქციეს ზურგი ეუთო/ოდირს და ახლა ამბობენ, რომ ის მათთვის არაფერს წარმოადგენს

“არ არსებობს დედამიწის ზურგზე “ნაციონალური მოძრაობის” თუ მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობოების თუ მათი ტელევიზიების წარმომადგენელი, რომელიც ხოტბას არ ასხამდა ეუთო/ოდირს და მის რეპუტაციას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მათ “წამებში აქციეს ზურგი ამ ორგანიზაციას”.

“ის კი არა და, რაღაც პერიოდში ვფიქრობდი კიდეც, ამათ შეიძლება, თავისი რელიგია აქვთ კიდეც და ჩვენ არ გვიმხელენ, თორემ მათთვის ეუთო/ოდირის ყველა წარმომადგენელი წმინდანია, ხოლო მათი ნებისმიერ გამონათქვამი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამართლის ნორმაზე უპირატესია. მაგრამ ვინმეს გაგიკვირდათ, წამებში რომ აქციეს ზურგი ამ ორგანიზაციას და ახლა ამბობენ რომ ეუთო/ოდირი მათთვის არაფერს არ წარმოადგენს. იმიტომ, რომ ითქვა ის, რაც მათ არ აწყობს! ამ მავნებლებს ხომ ზოგადად ასეთი ლოგიკა აქვთ – წაგებული ომი მოგებულია, ქართული კანონი რუსულია, ლგბტ თემის წარმომადგენელი ოჯახის ბურჯია, მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი გმირია, ბიუჯეტი ქურდი პოლიტიკოსია, უცხოელი უფროსი უნდა იყოს, მართლაც უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები გაყალბებული და წაგების მაგივრად მოგებულია. ამ დროს კი ყველაფერი პირიქითაა, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ოპოზიციამ არჩევნები წააგო, დამარცხდა, გაფარჩაკდა! კი კნავიან არაო, მაგრამ, იციან რომ ასეა, სწორედ ამიტომაც არიან გულშემოყრილები!”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები