ზაალ ანჯაფარიძე – საპროტესტო აქციაზე: ოპოზიციამ უჭკუობის რეკორდი მოხსნა

სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, აქციაზე ოპოზიციამ “უჭკუობის რეკორდი მოხსნა”.

“ოპოზიციას რომ თავში ჭკუა არ აქვს, ეს ხომ დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ დღეს უჭკუობის რეკორდი მოხსნეს. მოთხოვნა, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო ადმინისტრაციამ, იცით, რას ნიშნავს?

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას დამოუკიდებლად ნორმალური არჩევნების ჩატარება არ შეუძლია. მაშინ რა ესაქმება ასეთ ქვეყანას ევროკავშირში? ხომ გვეტყვიან, რომ ჯერ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა დაალაგეთ და მერე შემოიარეთ. აი ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას.

არადა, ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ ცესკოს მიერ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული!”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები