სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა მეორედ სცადეს.
რობერტ ფიცოს განმარტებით, შემთხვევა ოქტომბრის დასაწყისში, ქალაქ დუკლაში მოხდა, სადაც ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფებოდა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი, მთავრობის წევრები და პარლამენტს დეპუტატები.
„დუკლაში დააკავეს მტრულად განწყობილი ადამიანი, რომელსაც ვძულვარ უკრაინის მიმართ ჩემი პოზიციის გამო“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, დაკავებულს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. მისივე თქმით, დაკავებულს ის უკრაინის მიმართ მისი პოზიციის გამო სძულდა.
შეგახსენებთ, მანამდე, მაისში, ქალაქ განდლოვაში რობერტ ფიცოზე თავდასხმა განხორციელდა. პრემიერ-მინისტრს ოთხჯერ ესროლეს. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.