“საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ცესკო იყო რადიკალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მათ სურდათ ამ ინსტიტუციის დისკრედიტაცია და დემონიზება” – ნიკოლეიშვილი

“მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ცესკო იყო რადიკალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, შესაბამისად, მათ სურდათ ამ ინსტიტუციის დისკრედიტაცია და დემონიზება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მათ ეს ვერ შეძლეს.

“საბედნიეროდ, მათ ეს ვერ შეძლეს. ამაში კი მთავარი დამსახურება სწორედ ცესკოს ხელმძღვანელს გიორგი კალანდარიშვილსა და მის თითოეულ წესიერ, პატიოსან და პროფესიონალ თანამშრომელს ეკუთვნის. უბრალოდ, გავიხსენოთ, რამდენი რეფორმა განახორციელეს, როგორ გამჭვირვალედ მიდიოდა მათ მიერ საზოგადოების ყოველდღიური ინფორმირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ განახორციელეს არჩევნების ჩატარება ელექტრონული სისტემით. ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგალითისთვის სულ ახლახან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაც საკმარისია -“ახალმა ტექნოლოგიამ შეამცირა მანიპულირების რისკი და ადამიანური შეცდომის რისკი, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული.” ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცესკომ ითამაშა ის სერიოზული როლი რომლის შედეგადაც არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი უცხოელებს ფაქტობრივად გამოეცალათ. თუმცა არც იმას დაგიმალავთ პირადად ჩემთვის, ცესკოს შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი პრემიერის ირაკლი კობახიძის შეფასება გახლავთ”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები