“უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი აღიარებს, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია” – ნიკოლეიშვილი

“უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი აღიარებს, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ამერიკული კომპანიამ –  „Pro V&V“ შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები გადმოსცა, სადაც აღნიშნულია, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები გამართულად მუშაობდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  რაიმე სახის ტექნიკურ მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია. დარჩა უსამშობლო ოპოზიცია, თავისი პარტნიორი არასამთავრობოებით, რომლებიც აქ იქ კი კნავიან, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, მაგრამ მაინც უცხოელ პატრონების ბრძანებას ელოდებიან, რომ შესაბამის რადიკალური სცენარი წამოროშონ. დაველოდოთ მოვლენებს, ვნახოთ, ამჯერად რას მოიფიქრებენ, ერთი კი ვიცი, რომ კანონის გათელვის უფლებას არავის ეპატიება. რაც შეეხება არაადეკვატურ და სახელმწიფოს მტერ სალომე ზურაბიშვილის, საღამოს ალბათ ბრიფინგს ჩაატარებს, სადაც კიდევ ერთხელ წარმოგვიდგენს იმ დანაშაულთა კრებულს, რომლის გამოც ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავ უწყებასთან ექნება საქმე”, – წერს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები