“მინდა, მივულოცო ჩვენს ყველა ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს “ქართული ოცნების” საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება” – პაპუაშვილი
“ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, “ქართული ოცნება” უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს, ანუ 90 მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა, მივულოცო ჩვენს ყველა ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს “ქართული ოცნების” საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ”, – წერს პაპუაშვილი X-ზე.