“გილოცავთ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია მშვიდობა და განვითარება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება” – კახა კახიშვილი
“გილოცავთ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია მშვიდობა და განვითარება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც Edison Research-ის კვლევის შედეგები გააზიარა და ამით ნდობა გამოუცხადა აღნიშნული ორგანიზაციის გამოცხადებულ ეგზიტპოლებს, რომლის თანახმად საპარლამენტო არჩევნები კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებით უნდა დასრულებულიყო.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს Edison Research-ის კვლევის თანახმად სალომე ზურაბიშვილმა წააგო როგორც პირველი, ისე მეორე ტური. კერძოდ:
პირველი ტური:
სალომე ზურაბიშვილი (15 %);
გრიგოლ ვაშაძე (22%) ;
დავით ბაქრაძე (18%);
ზურაბ ჯაფარიძე (2%);
შალვა ნათელაშვილი (8%);
სხვა (7%);
არ არის პასუხი (25%).
მეორე ტური:
სალომე ზურაბიშვილი (44%);
გრიგოლ ვაშაძე (56%).
ისმის კითხვა – როდიდან ენდობა Edison Research-ის კვლევას ქალბატონი სალომე?!”, – წერს კახიშვილი.