ზაალ ანჯაფარიძე: არავის ვაშინებ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოთ

“ეს პოსტი პირველ რიგში ეხება მათ, ვინც ხვალ ხმას აძლევს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ვისაც არ სურს საქართველო სხვების ხელში შესაწირ პაიკად იქცეს, ეს რომ ასეა უკვე დადასტურებულია. მეორე რიგში ეს ეხება მათ, ვისაც სურს საქართველო შესაწირ პაიკად აქციონ საკუთარი კეთილდღეობის ფასად, ვისაც სურს დესტაბილიზაცია და სხვათა აგენტობა”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მათი დაგეგმილი პროვოკაციები უკვე დიდწილად გაშიფრულია და უკვე ფართო საზოგადოებამ იცის რასაც აპირებენ. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ხვალ – არჩევნების დღეს დესტრუქციული ძალებისგან მოსალოდნელია:

ცესკოს საკომუნიკაციო არხების გადატვირთვა და შესაძლოა ჰაკერული შეტევაც რომ მერე სპეკულაციები, რომ ცესკოს ვებგვერდი ხელმიუწვდომელია

პარტიული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მასიურად უარს ამბობენ საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე, ვითომ პროტესტის ნიშნად. ყველა უბანზე ერთგვაროვანი საჩივრების დაწერა მიზანი- არჩევნების დისკრედიტაცია დელეგიტიმაცია.

საარჩევნო უბნებზე იქმნება ხელოვნური რიგები, ჩოჩქოლი, ე.წ. კარუსელების იმიტაცია, საარჩევნო ბიულეტენების გატანის მცდელობები და მერე ამაზე ხმაური და მისი ტირაჟირება

ასევე ანგაჟირებული ნაცჟურნალისტების მიერ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა, პოლიციასთან შეხლა-შემოხლის პროვოცირება და მერე ამაზე ხმაური.

ნაცმედიით და სოცქსელებით გავრცელდება ფოტოები სადაც 41-ია გაფერადებული, რომ მერე იხმაურონ თითქოს ამომრჩევლები აიძულეს ეს არჩევანი გაეკეთებინათ

რა თქმა უნდა არსენალში აქვთ სხვა მეთოდებიც. არავის ვაშინებ, უბრალოდ გაფრთხილებთ, რომ ამ ყველაფერს მომზადებული შეხვდეთ და პროვოკაციებს არ წამოეგოთ”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები