ბატალიონის მესამე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მესამე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 148 სამხედრო მოსამსახურეს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა.
მან ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ავღანეთში ქართველი სამშვიდობოები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. ისინი კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში რამდენიმე კვირაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები