ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში, არავინ იფიქროს, რომ ეს დაუსჯელი დარჩება

“ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელ დამნაშავეებს უკრავენ ტაშს, დაუსჯელები არ დარჩებიან და კრიმინალებისთვის ხმის მიცემა არ შერჩებათ.

„ეს ხალხი, გვარამიას და რადიკალური ოპოზიციის შეკრებაზე რომ ტაშს უკრავს დამნაშავეებს, ყველა მათგანი იზიარებს და თანამონაწილეობს მათი კრიმინალი ლიდერების დანაშაულში. არავინ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩება. არავინ იფიქროს, რომ ხალხის მასაში გაძვრებიან და შერჩებათ კრიმინალებისთვის ხმის მიცემა. ყველას, სათითაოდ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია და უკლებლივ ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისგება თანამონაწილეობის გამო. ძალიან მალე, აუცილებლად ძალიან მალე არჩევნებიდან დადგება ეს დღე და ყველა სახელებით და გვარებით მოხვდება სამართლიან სამსჯავროზე!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები