„ენჯეოების“ 53%, რომლებიც დარეგისტრირდნენ ცესკოში, პირდაპირ არიან მხარე” – მაჭავარიანი

„ენჯეოების“ 53%, რომლებიც დარეგისტრირდნენ ცესკოში, პირდაპირ არიან მხარე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს გამოეხმაურა.

„იქ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ბევრი ენჯეო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელიც არის კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, რიგ შემთხვევაში თვითონ პოლიტსაბჭოს წევრები. ვიხილეთ ისიც, რომ ის ენჯეო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან ამ რადიკალური ორგანიზაციების შემომწირველები. ისიც ვიხილეთ, რომ ამ ენჯეო ორგანიზაციების წევრები აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო სიაში. შესაბამისად, ისინი არიან მხარე. ესენი ასე უაპელაციოდ ჩვენ გვაბრალებენ, არანაირი ასეთი ტიპის დარღვევა არ ასახულა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკოში წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრების შესახებ ინფორმაციას წარადგინა და განმარტა, რომ დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სულ შესულია 53 საჩივარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები