მარიამ ლაშხი: ჩვენი შეკრებიდან გაიგონებთ საქართველოს ხმას

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრა ეს არ არის მხოლოდ პარტიული შეკრება, ჩვენი შეკრებიდან გაიგონებთ საქართველოს ხმას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მარიამ ლაშხმა მმართველი გუნდის მიერ დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს განვითარება მშვიდობაზე გადის.

„ეს არ არის მხოლოდ პარტიული შეკრებაა, ეს არის საქართველოს ინტერესებისათვის, ქართველი ოჯახებისათვის დამცველი საზოგადოების შეკრება, რომელსაც კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა უთხრას ყველას, რომ საქართველოს ბედს წყვეტს საქართველო, ქართველი მოსახლეობა და არავინ სხვა. საქართველოს განვითარება გადის მშვიდობაზე“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები