ხვიჩია – ოპოზიციაზე: პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს – „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა

“პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს“ და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს – „ლელოს“ არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ის არჩევნების შემდეგ წარადგენს.

“ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული. ეს არავის უნდოდა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს“ ბევრი ფული აქვს, მე მგონია, რომ ესეც შეიძლებოდა ჩართულიყო საქმეში”, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები