შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმევა დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან

,,ეს კითხვა ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის შიშს დიდი თვალები აქვს. ხვდებიან და ხედავენ ამ დიდ თვალებში, თუ როგორი დამარცხება ელით 26 ოქტომბერს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომლის მიხედვითაც დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე მისასვლელად მოქალაქეებს ბენზინის ტალონები ურიგდებათ.

პაპუაშვილის თქმითვე, 26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ქართველი ხალხის მხრიდან ყველაფერს დამაჯერებელი უარი ეთქმევა.

„ეს არის სინამდვილეში შიში და გაცნობიერება იმისა, რომ ოპოზიცია, ღიად გაერთიანებული ენჯეო სექტორთან და ზოგიერთ უცხოელ აქტორთან ღიად დამარცხდება 26 ოქტომბერს. ეს არია ამ შიშის თვალებიდან დანახული რეალობა, სადაც ხედავენ საკუთარ მარცხს და ცდილობენ გარკვეულ სპეკულაციებს.

26 ოქტომბერს ანტიქართული რაც არის ყველაფერს ეთქმება დამაჯერებელი უარი ქართველი ხალხის მხრიდან და დღეს ამ ხალხის ხმას გაიგონებს მთლიანად საქართველო. ეს ის ხალხია, ვინც 17 მაისს გამოვიდა ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე, და ეს ხალხია ის ვინც დღეს შეიკრიბება და გასცემს მათ პასუხს ვინც აგინებს ეკლესიას, ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიას, ავრცელებს ბოღმას, ღვარძლს და მტრობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 23 ოქტომბერს, 19:00 საათზე თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები