შალვა პაპუაშვილი: ათასობით დამკვირვებელს იმისთვის არეგისტრირებენ, რომ საარჩევნო უბნებზე პანიკა ატეხონ

,,გასაკვირია, რომ უკვე გათელილ გზაზე დაიწყეს სიარული როგორც „ენჯეოებმა“, ისე ოპოზიციამ. ესენი ერთი ფლანგია. 20 ოქტომბრის შემდეგ გაფორმდა ყველა ერთ პოლიტიკურ ,,ნაციონალურ მოძრაობად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ათასობით დამკვირვებელს იმისთვის არეგისტრირებენ, რომ საარჩევნო უბნებზე პანიკა ატეხონ.

„ვხედავთ, რომ იგივე მეთოდებია, რაც ჰქონდათ 2018, 2020 და 2021 წელს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. ის ათასობით დამკვირვებელი, რომელსაც ისინი არეგისტრირებენ, იმისთვის ემზადებიან, რომ პანიკა ატეხონ საარჩევნო უბნებზე.

2021 წლის არჩევნების დღეს, ვნახეთ რომ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები ავრცელებდნენ პირადობის მოწმობებს, რომ თითქოს ყალბია და მერე ჩვენ გვიწევდა საათში ერთხელ ბრიფინგის ჩატარება, რომ ეს ყველაფერი გვემხილებინა. დღესაც იმავეს ვხედავთ.

როგორც „ენჯეოები“, ისე პარტიები საუბრობენ, რომ თითქოს დარღვევები ხდება პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. როცა მტკიცებულებებს ეკითხებიან, ამბობენ, რომ მტკიცებულებები მათი საქმე არ არის და მტკიცებულებები სახელმწიფომ მოძებნოსო. ეს არის პირდაპირ გამიზნული ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესი რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან, რომ შეიქმნას საბაბი საქართველოში გადატრიალებისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები