“დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა, დავდგეთ და ვაჩვენოთ, სად დგას საქართველო” – შალვა პაპუაშვილი
“ჩვენ ვემზადებით 26 ოქტომბერს გამარჯვებისთვის, რომელიც უნდა იყოს ისტორიული გამარჯვება იმ სიბნელეზე, რომელიც მეორე მხარეს არის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს.
“ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ვისთან გვაქვს საქმე, ჩვენ გვაქვს საქმე ხალხთან, რომლებიც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყვნენ იმით დაკავებული, რომ ავიწროებდნენ სხვებს. ყველას ვინც მათ არ ეთანხმება ისინი რიყავდნენ, ციხეში სვამდნენ, აწამებდნენ. დღეს ისინი არიან ოპოზიციაში, არ შეუძლიათ ძალაუფლების ბერკეტების გამოყენება, მაგრამ თავისი სიტყვით შეუძლიათ ადამიანი გაანადგურონ იმის გამო, რომ უბრალოდ მათ არ ეთანხმება. ასეთ იდეოლოგიასთან გვაქვს საქმე.
26 ოქტომბერს ამას უნდა უთხრას ქართველმა ხალხმა დამაჯერებელი პასუხი და უნდა უთხრას, რომ ეს ბოღმა და ღვარძლი, რომელიც დაამკვიდრა ამ იდეოლოგიის მიმდევარმა ხალხმა საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, ამას საქართველოში გასაქანი არ აქვს.
რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, დღეს სახლში დარჩენის ფუფუნება არავის აქვს. დღეს უნდა გამოვიდეთ ყველა, დავდგეთ და ვაჩვენოთ, სად დგას საქართველო, სად არის ჩვენი ღირებულებები და როგორ ვხედავთ ჩვენს მომავალს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.