„ხშირად გსმენიათ ბოლო პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აპელირება, თითქოს, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილი, ამ წუთებში, ცესკოში წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრების შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
“ხშირად გსმენიათ ბოლო პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აპელირება, თითქოს, ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ მხრივ იყო პოზიტიური შეფასებები, გახშირდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მცდელობა, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური, რათა შეიქმნას აღმა, თითქოს, საქმე გვაქვს ამ ტიპის მნიშვნელოვან დარღვევებთან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.