დღევანდელი ღონისძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
„ვიხილავთ რეალურად ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს პოლიტიკას, იზიარებენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი. მათ იციან, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, მაგრამ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 19:00 საათზე „ქართული ოცნება“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებისკენ.