არჩილ გორდულაძე – „ქართული ოცნების“ დასკვნით ღონისძიებაზე: ყველა ადამიანი – შინ თუ გარეთ, იხილავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხის ძალას
ყველა ადამიანი – შინ თუ გარეთ, იხილავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხის ძალას
,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ დღეს დაგეგმილი მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყველა ადამიანი – შინ თუ გარეთ, იხილავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხის ძალას – ერთად შეკრულს, ერთ მუშტად და გაერთიანებულს, რომლებისთვისაც მთავარი არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, ის მომავალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, მავანი დაიწყებს საუბარს არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ნებისმიერი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით იქნება პასუხგაცემული“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 19:00 საათზე „ქართული ოცნება“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებისკენ.