ბათუმში საქალაქო ავტობუსის და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი მოქალაქე დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში – ბაგრატიონისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს საქალაქო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები