21 ოქტომბერი მხატვარ გივი აღაპიშვილის დაბადების დღეა

დღეს გივი აღაპიშვილს 75 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
გრაფიკოსი და ფერმწერი, გივი აღაპიშვილი 70-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია. მისი შემოქმედება ობიექტებისა და გარემოს ზედმიწევნით, ოსტატურად შესრულებას ეფუძნება, რაც ხშირად სინამდვილის ილუზიასაც ქმნის. მხატვართან ჰიპერრეალიზმის შთაგონების წყარო ევროპული რაციონალური ფერწერული ტრადიციებია, რასაც ხელოვანი საკუთარი, დეტალებსა და ნიუანსებზე ორიენტირებული ხელწერით სრულყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები