ზუგდიდში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დროებით დევნილებს „დიომედი აფხაზეთის“ პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.

100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

„სამინისტროში მოქმედი „მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების“ პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილებისთვის, რათა გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე. მსგავსი აქციები ხელს უწყობს სამინისტროში მოქმედი სხვა პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები