ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით – „ტყის ეკოსისტემები” უერთდება
“ბოტანიკური ბაღი ხის დარგვის საერთაშორისო დღეს უფასო შემეცნებითი ტურით და ლექციით „ტყის ეკოსისტემები” უერთდება”,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში გაიმართება უფასო შემეცნებითი ტური და ლექცია, თემაზე – „ტყის ეკოსისტემები”.
ღონისძიება ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 21 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულად, ბმულზე http://surl.li/ujihcw”,- წერია ინფორმაციაში.