ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის განცხადებით, დასავლეთი უკრაინით დაიღალა და კიევისადმი დახმარების სურვილიც უფრო და უფრო იკლებს,- ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ვალტონენმა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, დასავლეთის დაღლილობა განსაკუთრებით სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იგრძნობოდა, სადაც მთავარი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები იყო.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის პარტნიორები ომის დასრულების გზებს ეძებენ, თუმცა ისიც განმარტა, რომ რუსეთის უკრაინაში გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების სისტემას სერიოზულ ზიანს მიაყენებს და ევროპის ძალისხმევას, სტაბილურობის მხარდაჭერის მიმართულებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.