რუსებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთის “შეიარაღებულმა ძალებმა” უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა, – ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისი განცხადებით, დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი, რესტორანი, სავაჭრო პავილიონები, საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

როგორც კიმი იუწყება, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ოლქში „შაჰედის“ ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები