მაჭარაშვილი – პრეზიდენტზე: კონსტიტუცია რომ არ იცის და არღვევს ეს გასაგებია, არავინ ეკითხება მას არც მართვას ქვეყნისას და არც მთავრობის წარდგენას

“კონსტიტუცია რომ არ იცის და არღვევს ეს გასაგებია, არავინ ეკითხება მას არც მართვას ქვეყნისას და არც მთავრობის წარდგენას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. ტექნიკური მთავრობის  დასახელებას გამოეხმაურა.

“მაგრამ მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ის ადასტურებს, რომ ის აჟღერებს უცხოური ძალების ინტერესებს, რომ არჩევნებამდე და ხალხის გადაწყვეტილებამდე ისე, რომ არ აინტერესებთ ხალხის ნება უნდათ, რომ რაღაც კოალიციური ე.წ. მთავრობა ჩამოაყალიბონ. კარგია ასეთი გამოსვლები, რაც მეტი ექნებათ ზურაბიშვილს და ოპოზიცია მერე კვერს დაუკრავს, მით უფრო აიწევს ჩვენი და დაიწევს ოპოზიციის რეიტინგი,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები