“არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ზუსტად, კანონმდებლობით და ჩვენი გეგმის მიხედვით, ყოველი საათი, ყოველი წუთი არის განსაზღვრული” – გიორგი კალანდარიშვილი

„შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ 18 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ბიულეტენებში მათ დახვდებათ ასარჩევად 18 პოლიტიკური გაერთიანება”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა” ისაუბრა.

“ამასთანავე, უახლოეს დღეებში იწყება სტამბებში ბეჭდვითი პროცესი. იწყება ტექნოლოგიური საშუალებების გამართვა, შესაბამისი ინფორმაციის ჩატვირთვა, გააქტიურება და ძალიან დიდი საოპერაციო ბიზნეს პროცესები და ბიზნეს მოქმედებები, რომლებიც ამ მიმართულებით აუცილებელია, რათა შესაბამისი ლოჯისტიკური საკითხები იყოს მოწესრიგებული, ეფექტიანად აღსრულებული. არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ზუსტად, კანონმდებლობით და ჩვენი გეგმის მიხედვით, ყოველი საათი, ყოველი წუთი არის განსაზღვრული“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

მისივე თქმით, ძალიან დიდი ძალისხმევა და სამუშაოები ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები