გიორგი ვოლსკი: გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა

“ეს ადამიანები წამსვლელები არიან ყველაფერზე და გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულებზეც წასულან ვიდრე, ვთქვათ, გივი თარგამაძის ლიკვიდაციაა. გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გარკვეულ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს საქართველოში.

„ადამიანი, რომელიც გადმოდის საზღვარზე, ასახელებს გია ლორთქიფანიძეს, იგი ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილის გადმოსვლაც დაგეგმა და მას არჩევნების დღეს რევოლუცია უნდა მოეწყო. მადლობა ღმერთს, იგი დააკავეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, სააკაშვილის გადმოსვლის ორგანიზების წინაპირობები; ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ადრე; ყველამ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები, ადამიანები, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვების. ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები