კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 61%-ის შეფასებით, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არის ძალიან ან მეტწილად კარგი

ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა გამოიკვლია, თუ როგორია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა. 2024 წლის ზაფხულში ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 61 % ის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არის ძალიან ან მეტწილად კარგი. IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავს მეთოდოლოგიის ექვს კომპონენტს.

მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, სასამართლოთი მოსარგებლეებისა და მოსახლეობის 2018 და 2024 წლების შეფასების შედეგების შესახებ კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა ისაუბრა.

„მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან და ეს მონაცემები გაზრდილია ჩვენ მიერ 2018 წელს, პირველად ჩატარებული კვლევის შემდეგ. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი შედეგია. ეს მოწმობს, რომ მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემის კეთილსინდისიერების გასაუმჯობესებლად ჩატარებული რეფორმები წარმატებული აღმოჩნდა.“ – განაცხადა ვან დაიკმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები