ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მანქანა ამობრუნდა – დაშავდა 1 ადამიანი

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები