რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხზე შუამავლობის გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან განხილვისთვის მზადყოფნა არ გამოავლინა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„თავის მხრივ, უკრაინა მზადაა, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას“, – აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააკრიტიკა პუტინის პოზიცია, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატივას უარყოფს.
„ის უარს ამბობს მშვიდობაზე და ყოველ დღე ომისა და ნგრევის სასარგებლოდ კიდევ ერთ სიგნალს აგზავნის, ის ამ დღეებში გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისთვისაც კი არ არის მზად“, – აღნიშნა ბერბოკმა.