მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილზე: აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა

“სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა დაკარგული აქვს.

„ძალიან ძნელია საუბარი პრეზიდენტზე, როგორც ინსტიტუციაზე და კონსტიტუციური კომპეტენციის განმახორციელებელ სუბიექტზე, რადგან ის, პრაქტიკულად, პრეზიდენტობიდან დავიდა იმ დონეზე, რასაც ჰქვია, ტიპური, ჩვეულებრივი, არც თუ მაინცდამაინც ამბიციური პოლიტიკური ძალა. ის აღარ გამოირჩევა არც თავისი რიტორიკით, არც საქმიანობით. აქედან გამომდინარე, ძნელია ისაუბრო ისეთ პროცესებზე, რომლის ამბიცია და სურვილი შეიძლება ჰქონდეს. მას ასეთი ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, ვინაიდან აბსოლუტურად დაკარგული აქვს თვისება, როგორიც არის ზეპარტიულობა და მეტ-ნაკლებად ნეიტრალურობა მაინც“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები