„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის სოფლების: სათხეს, ოროჯალარის, დიდი და პატარა არაქალის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.