არჩილ გორდულაძე: არსებობს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება ოთხი პარტიისგან – ერთმანეთისგან განსხვავდებიან ლოგოებით, ფერებით, საარჩევნო ნომრებით და მეტი არაფრით

მთავარი, რაც ამ ე.წ. პარტიებს აერთიანებთ არის, რომ უცხოური გავლენისგან იმართებიან,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი არჩილ გორდულაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. 

გორდულაძის თქმით, არსებობს კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, რომელიც 4 პარტიისგან შედგება და ისინი მხოლოდ პარტიის ლოგოებით, ფერებით და საარჩევნო ნომრებით განსხვავდებიან.

 

„ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ და მხოლოდ ლოგოებით, ფერებით, საარჩევნო ნომრებით და მეტი არაფრით.
მთავარი, რაც ამ ე.წ. პარტიებს აერთიანებთ არის, რომ უცხოური გავლენისგან იმართებიან, არიან პირდაპირი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, იღებენ დავალებებს და შემდეგ ამ დავალებების შესრულებით არიან ხოლმე დაკავებულები“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები