„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო შეხვედრა ოზურგეთში, გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტარებთან – არჩილ თალაკვაძესთან, ნინო წილოსანთან, მარიამ ლაშხთან, ოლიმპიურ ჩემპიონებთან – ლაშა ტალახაძესთან და გენო პეტრიაშვილთან ერთად, გურიის რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა ოზურგეთში.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ოზურგეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

„ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში არიან ვისაუბრეთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე, განათლებისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას!“- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები