მუხრან მაჭავარიანის დაბადების 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სოფელ არგვეთში, მისივე სახელობის ლიტერატურული კონკურსის „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

მუხრან მაჭავარიანის დაბადების 95 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სოფელ არგვეთში, მისივე სახელობის ლიტერატურული კონკურსის „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურების“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ჟიურიში იყვნენ პოეტი ია სულაბერიძე, ფილოლოგი ზურაბ თურმანიძე, კულტურის მინისტრის მრჩეველი იოსებ ჭუმბურიძე.

,,გამოვლინდა 10 საუკეთესო მინიატურის ავტორი. ესენი არიან:
10. მარიამ კოლხელი (ჟანა შუკაკძე)
9. მირანდა ერისთავი
8. სოფიო ღლონტი
7. ირაკლი ნადარეიშვილი
6. ფიქრია ყუშიტაშვილი
5. მარი ჩაკვეტაძე
4. ერმილე თოფურია
3. შორენა პაპიძე
2. ბადრი სულაძე
1. ია ხასალია
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა გამარჯვებული დააჯილდოვა, ხოლო გამარჯვებულ სამეულს გადაეცათ ასევე ფულადი ჯილდო, 600, 800 და 1000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია რომ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა დააწესა ნომინაცია „სიტყვაქმნილობით გამორჩეული მინიატურა“. ნომინაციაში დასახელდა ერმილე თოფურია. მას პრიზი თბილისის თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მერაბ ჩუხუამ გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სტუდია „არტისტის“ მომღერლები და სოლო შემსრულებლები.
დაჯილდოების ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, პოეტების საზოგადოების, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
დღესვე ქ. საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერში, პოეტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
„მუხრანის პრემია – პოეტური მინიატურები“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დაარსებულია და უკვე რამდენიმე წელია იმართება”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები